

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება იწყება.
პროგრამის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა – ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.
► პროგრამა განხორციელდება შემდეგ რეგიონებში:
► პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას შემდეგი მიმართულებებით:
პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ხორციელდება პროექტის ღირებულების 40%-დან 80%-მდე თანადაფინანსებით, ხოლო თანხობრივი ლიმიტები მერყეობს 8000 ლარიდან 195 000 ლარამდე. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 42 მილიონ ლარს, აქედან, 2020 წლისთვის 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამით ისარგებლებს 60-მდე ფერმერი.
აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან იჯარით აქვს მიწის ნაკვეთი (იჯარის პერიოდი, არანაკლებ, 5 წელი) შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და ქვემო ქართლი.
პროგრამაში განაცხადების მიღება 2020 წლის 15 აპრილიდან დაიწყო. განაცხადის ფორმა განთავსებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.arda.gov.ge.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის