ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს 29 ივლისს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა საკრებულოსგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ების გამგეობისთვისმართვაში გადაცემის თხოვნით მიმართა.

„გამგეობას ჰყავს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მოიკვლევენ თითოეული ა(ა)იპ-ის პროდუქტიულობას, რამდენად საჭიროა დასაქმებულთა რაოდენობა და რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება თანხები, რომელსაც თითოეული ა(ა)იპ ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით იღებს,“ – ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარისადმი მიმართვაში. ვარლამ თავზარაშვილი ითხოვდა საკითხის მომზადებას 31 ივლისს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე განსახილველად.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ ვარლამ თავზარაშვილს წერილობით უპასუხა, რომ ა(ა)იპ-ების მართვის ფუნქცია აკისრია მუნიციპალიტეტს და არა ცალკე წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს.

ამის შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარეს ა(ა)იპ-ების გამგეობისთვის მართვის უფლებით გადაცემის მოთხოვნით გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მიმართა.

„მითითება, რომ კოდექსის თანახმად გამგებელი უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით მოახდინოს კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სრულიად მართებულია, – წერილობით უპასუხა 6 აგვისტოს გამგებელ კობა ლურსმანაშვილს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, – მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხდება ამ იურიდიული პირების ერთი ორგანოდან (საკრებულოდან) მეორე ორგანოს (გამგებლის) მართვაში გადაცემა. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების დამფუძნებელია მუნიციპალიტეტი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ცვლილება შეეხო იმას, რომ ძველი კანონით მუნიციპალიტეტის სახელით კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აფუძნებდა საკრებულო, ხოლო ახალი კოდექსით ეს უფლებამოსილება გადავიდა გამგებელზე, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს საკრებულოს თანხმობით. შესაბამისად, საკითხი უნდა დაისვას არა მართვის უფლებით გადმოცემაზე, არამედ ამ იურიდიული პირების წესდებებში ცვლილებების შეტანაზე. ეს ცვლილებები, რომლებიც ეხება დამფუძნებლის სახელით მოქმედ უფლებამოსილ პირს, ამ იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს და სხვა საკითხებს (სტრუქტურა, შტატები, ბიუჯეტი, ანგარიშები და ა.შ.) წარმოადგენს ამ იურიდიული პირის რეორგანიზაციას. შესაბამისად, გამგებელმა საკრებულოს თანხმობის მისაღებად უნდა წარმოუდგინოს არა განკარგულების პროექტი იურიდიული პირების მართვაში გადმოცემასთან დაკავშირებით, არამედ ამ იურიდიულ პირთა წესდებებში ცვლილებების შეტანის პროექტები.“

8 აგვისტოს გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელახლა მიმართა საკრებულოსგან შექმნილი ა(ა)იპ-ების წესდებებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. ამ ცვლილებების პროექტებში განსაზღვრულია, რომ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები დანიშნოს და გაათავისუფლოს გამგებელმა.

საკრებულოსგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ების საკითხის შესწავლას საკრებულო 13 აგვისტოს შეუდგა. 13 აგვისტოს მოწვეულ ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიუროს წევრებთან შეთანხმებით, ამ საკითხის განხილვა დაავალა ორ კომისიას – იურიდიული, სამანდატო, საპროცედუროსაკითხთადაეთიკისკომისიას და ეკონომიკის, ქონებისმართვისადაინფრასტრუქტურისსაკითხთა კომისიას.

ლაურა გოგოლაძე