

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 19 საბავშვო ბაღის 600-მდე აღსაზრდელი სახატავ ნაკრებს მიიღებს, რაც დისტანციურად გაგრძელებული სააღმზრდელო პროცესის გარკვეული კომპენსაცია უნდა იყოს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გადასაცემი სახატავი რვეულების, გასაფერადებლების, ფანქრებისა და ფლომასტერების შესაძენად გაერთიანების ბიუჯეტიდან 3200 ლარი გაიხარჯა.
გასულ თვეში ხარაგაულის საბავშვო ბაღების 600-მდე აღსაზრდელის მშობლებმა ის მშრალი პროდუქტები მიიღეს, რაც საბავშვო ბაღებში მათი შვილებისთვის მარტისა და აპრილის თვეებში იყო განკუთვნილი.
ამჟამად ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაცია მუშაობს იმაზე, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე მშრალი სახის კვების პროდუქტები მაისშიც გასცეს.
საქმე იმაშია, რომ ამ მომენტამდე გასახარჯი მშრალი პროდუქტების ლიმიტი მთლიანადაა ათვისებული. მალფუჭებადი პროდუქტების ნაცვლად მშრალი პროდუქტების შესასყიდად კი, შესაძლოა, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ახალი ტენდერების გამოცხადება დასჭირდეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,