

ამ წუთებში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში პროდუქტების დაფასოება მიმდინარეობს.
გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 19 საბავშვო ბაღისა და ორი სასკოლო მზაობის ჯგუფის 600 აღსაზრდელზე 9 დასახელების პროდუქტი გაიცემა.
თითოეული აღსაზრდელისთვის განკუთვნილია ერთი ლიტრი ზეთი, ერთი ქილა შედედებული რძე, თითო-თითო კილოგრამი შაქარი, ბრინჯი, მანანის ბურღული, „პეჩენია“, ხილის კამფეტი, წიწიბურა და ვაფლი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისათვის პროდუქტების დარიგება პირველი აპრილიდან დაიწყება. საბავშვო ბაღების გამგეები მშობლებს ინფორმაციას მიაწვდიან. კვების პროდუქტები მშობლებმა საბავშვო ბაღებიდან თავად უნდა წაიღონ.
მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო თუ არდადეგები კიდევ გაგრძელდება, სავარაუდოდ, აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტები ამ ფორმით მომავალშიც გაიცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა