

დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსს ხუთი გამარჯვებული ჰყავს.
მათ შორისაა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თეკლა ებანოიძე.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) კონკურსი ევროკავშირისა და New World პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა. ქვემო ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ 13-29 წლის ახალგაზრდებს დაევალათ სახალისო, საინტერესო და გარემოსადმი მეგობრული აქტივობების განხორციელება.
კონკურსის მონაწილეებს 22 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით უნდა განეხორციელებინათ მინიმუმ ხუთი აქტივობა.
თეკლა ებანოიძემ დედამიწის დღეს დარგო ნერგები, დაასუფთავა თავისი ქუჩა, პოლიეთილენის პარკი თავისი ხელით შეკერილი ნაჭრის ჩანთით ჩაანაცვლა, გადაიღო ორი ვიდეო, კორონავირუსის პანდემიის გამო, სახლში დარჩენასა და ხელების სწორად დაბანაზე.
დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად წლევანდელი წლის გზავნილია – იმოქმედე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!
დედამიწის დღის კონკურსის გამარჯვებულები არიან ასევე – ნიკოლოზ პაპოშვილი, მარი კუხიაშვილი, ჯუბა ზივზივაძე და ელენე ჟღენტი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან CENN-ის მწვანე სეტით, რომელიც მოიცავს WASH სამაგიდო თამაშსა და National Geographic-ის ჟურნალების სერიას.
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა
15 სექტემბრიდან ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „კომპიუტერული
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი
ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ექიმ მაია
მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის