

კორონავირუსის პანდემიის გამო, რესტორნები, მათ შორის რიკოთის უღელტეხილზე, დაკეტილია.
უბისაში მოქმედი რესტორან „მალხაზის“ ათივე თანამშრომელი სამუშაოს გარეშეა.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, რესტორნის მეპატრონე მალხაზ სახვაძე ამ მომენტისთვის უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებზე დახმარებას ელოდება.
მას ენატრება დღე, როცა რესტორნის კარებს გააღებს და ბევრი საქმისგან დაღლილს სკამზე დასაჯდომი დრო აღარ ექნება. მანამდე კი ყველას მოგვიწოდებს, რომ სახლში დავრჩეთ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალებით მოიხსნება.
ივნისში ღია კაფეებისა და რესტორნების გახსნა, ხოლო ივლისის დასაწყისში ყველა დახურული რესტორანისა და კვების ობიექტის ამოქმედება იგეგმება.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,