

საკრებულოს წევრს, პაატა გოგოლაძეს, რომელიც საკრებულოს პირველ სხდომაზე ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, უფლებამოსილება შეუწყდა. ამის მიზეზი მისი გამგებლის პირველ მოადგილედ დანიშვნაა. ამჟამად ვაკანტურია საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ეს ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
თავად პაატა გოგოლაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მას ამ არჩევანის უფლება ჰქონდა. „გაცილებით უფრო საინტერესოდ მიმაჩნია მუშაობა აღმასრულებელი ხელისუფლების იმ გუნდთან, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობს. ზოგი მიწონებს ამ გადაწყვეტილებას, ზოგი – არა, მაგრამ მე ასე მივიჩნიე საჭიროდ,“ – აღნიშნა პაატა გოგოლაძემ.
პაატა გოგოლაძე საკრებულოს წევრი გახდა კოალიციიდან „ქართული ოცნება“.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის