

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარედ რესპუბლიკური პარტიის წევრი ინგა მაღრაძე აირჩიეს.
ინგა მაღრაძე თბილისში,1979 წლის 14 ივნისს დაიბადა. თბილისის #10 საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო საბანკო-საფინანსოინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სხვადასხვა წლებში საქმიანობდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურატურაში, სანოტარო ბიუროში. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სერტიფიცირებები საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მენეჯმენტის მიმართულებით. რამოდენიმე ხნის წინ კონკურსის შედეგად შეარჩიეს „სამოქალაქო საზოგადოება: დიალოგიპროგრესისათვის“ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისათვის ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სადაც ამჟამინდელი სტატუსის გამო მომდევნო ეტაპზე გადასვლის საშუალება აღარ მიეცა.
„წლები, როცა ხარაგაულში ცხოვრება და საქმიანობა დავიწყე, – გვიამბობს ინგა მაღრაძე, – იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები. დედის გარდაცვალების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამ წლებში დავუახლოვდი მარელისს და ჩემს მარელისელებს. დღემდე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი გარდაცვლილი ბებიის, რომლის გამოც საცხოვრებლად გადმოვედი სოფელში. მან მასწავლა საკუთარი მიწის, შრომის და კერიის სიყვარული. მახსენდება, როგორ ჩავერთე აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში, როგორ გავიცანი ჩემი ახლანდელი მეგობრები, რამაც განსაზღვრა კიდეც ჩემი სამომავლო საქმიანობა, რომელზეც მანამდე არც კი მიფიქრია.“
2010 წელს ინგა მაღრაძემ თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. „2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დავინახეთ ყველაზე მეტად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საჭიროება. ამ მიზნით შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი“ – იხსენებს ინგა მაღრაძე, – საკმაოდ წარმატებული საქმიანობა დავიწყეთ და პირველივე მცდელობაზე მივიღეთ USAID-სგან დაფინანსება. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, – ზვიად დევდარანის, ნინა ხატისკაცის, USAID-ის წარმომადგენლების, მათი, ვინც სამოქალაქო სექტორში მე და ჩემს თანამოაზრეებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში დახმარება გაგვიწია. შემდგომში აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში და არჩევანი გავაკეთე წარმოდგენილ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე მეტად გამოცდილ და კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიასთან. ვფიქრობ, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დავაგროვე, იმ ადამიანების დამსახურებაა ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვსაქმიანობ. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე ვხელმძღვანელობდი საქართველოს პარლამენტის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის ბიუროს.
-რაგანცდა დაგეუფლათ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევისას?
-აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის ტვირთი, რომელიც უნდა ვზიდო. არ არის მარტივი წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელობა. ძალიან ვღელავ. იმედი მაქვს, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად ყველაფერს თავს გავართმევ. საკრებულოს თავმჯდომარეობა მოითხოვს მაქსიმალურ მობილიზებას, მეტ ძალისხმევას. ასეთი პრეცედენტი, როცა საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე ქალია, ვფიქრობ, არ იქნება ბევრ მუნიციპალიტეტში. არ ვარ მომხრე პარტიების გენდერული ქვოტირებით დაფინანსების. მიმაჩნია, რომ გასათვალისწინებელია პიროვნული თვისებები, რომელიც აუცილებელია პოლიტიკაში მყოფი ადამიანებისათვის და ის თვისებები, რაც ქალი პოლიტიკოსისთვის უფრო დამახასიათებელია : კვალიფიკაციასთან ერთად გულისხმიერება,სანდოობა, დიპლომატიურობა, ნაკლები აგრესიულობა. ვფიქრობ მართვის სტილი ადამიანის სქესზე კი არა, ფსიქოლოგიურ ხასიათზეა დამოკიდებული, პიროვნება რამდენად მებრძოლი ხასიათის მატარებელია. გარკვეული წინააღმდეგობები ჩემთვის მოტივაციის შემქმნელია და დაბრკოლებების გადალახვის ჟინს უფრო მიღვივებს. ზოგადად,ქალის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია.
-როგორია თქვენი ხედვა, როგორ ითანამშრომლებთ გამგეობასთან, განსხვავებული მოსაზრებების მქონე დეპუტატებთან?
-ახალი კოდექსით მკვეთრად არის გამიჯნული უფლებამოსილებები. მე ვერ ვხედავ რაიმე სახის სირთულეს თანამშრომლობის კუთხით. ძალიან მახარებს, რომ საკრებულო წარმოდგენილია განსხვავებული პოზიციების მქონე დეპუტატებით. საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება ბევრად უფრო ჯანსაღი და ცოცხალი. ვფიქრობ, ეს უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
-როგორ უნდა გადაიჭრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე არსებული უმთავრესი პრობლემები?
-აუცილებელია მოსახლეობასთან მაქსიმალური სიახლოვე. ისინი თავად დაგვანახებენ ყველაზე უკეთ იმ საჭიროებებს და პრიორიტეტებს, რომელზეც ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ამ კუთხით ვაპირებ სერიოზულ მუშაობას. გარდა იმისა, რომ არსებობს საკანონმდებლო უზრუნველყოფა მოსახლეობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობისათვის, ჩვენ თავად უნდა გავხდეთ მათი აქტიურობის ხელშემწყობი. კარგი იქნება, თუ ავამოქმედებთ საზოგადოებრივ დარბაზს, ჩავატარებთ გასვლით სხდომებს. ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობა და ასევე სამოქალაქო სექტორთან, სადაც საქმიანობის გარკვეული გამოცდილება თავადაც მაქვს. მეტი ღიაობა და გამჭვირვალობა არის ჩემი სამომავლო საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი. მოსახლეობა უკეთ შეძლებს დაგვანახოსპრობლემები. მოსაზრება, რომ „დემოკრატია არ გულისხმობს მხოლოდ არჩევას, არამედ არჩეულზე ზემოქმედებას, იზრუნოს ხალხის ინტერესების დასაცავად“ – ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას ზოგადად ხელისუფლებისადმი.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი