14 ივლისს ხარაგაულში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანმა გახსნა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი იუზა კელენჯერიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრმა იური ლურსანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ინგა მაღრაძის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს 34 წევრიდან ინგა მაღრაძეს მხარი 32-მა დაუჭირა. თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს მანანა ბარბაქაძე.

საკრებულოში შეიქმნა ხუთი კომისია.

განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ მარინე ვეფხვაძე აირჩიეს;

იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – მიხეილ გელაშვილი;

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ვარლამ ჭიპაშვილი;

ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – პაატა გოგოლაძე;

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – გივი თხელიძე.

საკრებულომ რეგისტრაციაში გაატარა ექვსი ფრაქცია:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი);

„ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ (თავმჯდომარე უჩა ბერაძე);

„ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ (თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილი);

„ქართული ოცნება – კონსერვატორები“ (თავმჯდომარე გელა გოლუბიანი);

„ქართული ოცნება – მრეწველები“ (თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძე);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი).

დეპუტატებმა დააამტკიცეს საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა, საკრებულოს რეგლამენტი, კომისიებისა და აპარატის დებულებები.

საკრებულომ ასევე დაამტკიცა გამგეობის დებულება, გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.