

ხარაგაულში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულების დასახმარებლად. 18 ახალგაზრდა მოხალისე მოწყვლად ჯგუფებთან სამუშაოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაატრენინგა.
ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, მოხალისეთა ჯგუფს სოფლებში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები აწვდიან.
ხანდაზმულებისთვის პროდუქტების (ფქვილი, შაქარი, ბურღულეული, ზეთი) შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ხანდაზმულებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც რაიმე სახის დახმარებას საჭიროებენ, შეუძლიათ დარეკონ მუნიციპალიტეტის მერიაში ნომერზე (0433) 22 16 17, ასევე მობილურზე – 599 14 82 28.
მოხალისეები ბანკის თანამშრომლებს მომხმარებელთა რიგების დარეგულირებაში დაეხმარებიან და ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის მიერ მაღაზიების დეზინფექციის ღონისძიებაში ჩაერთვებიან. ამავე დროს, ისინი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებულ საინფორმაციო მასალებს დაარიგებენ.
ფოტოზე: ხარაგაულში მაღაზიების დეზინფექცია ჩატარდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,