პარლამენტში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, მომავალ პარლამენტში 30 მაჟორიტარი გვეყოლება.
შეიცვალა სამაჟორიტარო ოლქების საზღვრები და ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ერთ მაჟორიტარს აირჩევენ.
დაწვრილებით ინფორმაციას საკანონმდებლო ცვლილების შესახებ გაეცანით აქ.
ამ ინიციატივისა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პოზიციის დაფიქსირება ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს ვთხოვეთ.
„გვერდიგვერდ მდებარე მუნიციპალიტეტები დაწყვილდა და ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – რეგიონალურ დონეზე წარმოდგენილი ეს საარჩევნო ოლქები უკვე უზრუნველყოფენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წარმოჩენას პარლამენტში, რაც არის მონაპოვარი იმისა, რისთვისაც მე ვიბრძოდი. მე თავის დროზე განვაცხადე, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესში შედიოდა პირდაპირი წესით არჩეული მაჟორიტარი პარლამენტში.
საჩხერესთან და ჭიათურასთან ხარაგაულის ერთ ოლქში მოქცევას მხარი დიდი სიამოვნებით დავუჭირე. ამ სამ მუნიციპალიტეტს კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ბევრი საერთო გვაქვს. მე მერჩივნა, მომავალ პარლამენტში 150 მაჟორიტარი ყოფილიყო, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია და ამ ცვლილების თანაავტორად დავრეგისტრირდი.
რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას არჩევნებში, ამას გადაწყვეტს გუნდი, რომლის წევრიც ვარ. დარწმუნებული ვარ, ღირსეული კანდიდატი დასახელდება. მაჟორიტარად დამასახელებენ, პარტიული სიის შემადგენლობაში ვიქნები, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადამიყვანენ, „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. მზად ვარ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიღებული და საპარლამენტო გამოცდილება იქით მივმართო, სადაც საჭირო იქნება“.
რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ჭიათურისა და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატები სულხან მახათაძე და პაატა კვიჟინაძე, შეგიძლიათ შეიტყოთ შემდეგი ნიუსებიდან:
აპირებს თუ არა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას
აპირებს თუ არა საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე განმეორებით კენჭისყრას
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.