პარლამენტში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 2020 წლის არჩევნებით პარლამენტში 30 მაჟორიტარი გვეყოლება.
იცვლება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ერთ მაჟორტარს აირჩევენ.
დეტალურ ინფორმაციას საკანონმდებლო ცვლილების შესახებ გაეცანით აქ.
აპირებს თუ არა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე მომავალ პარლამენტში ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის მაჟორიტარობას.
„ოლქების დამსხვილების შემდეგ ნამდვილად მძიმე იქნება ამ პასუხისმგებლობის აღება, – გვიპასუხა სულხან მახათაძემ, – ვარ ჩემი გუნდის წევრი და შესაბამისად, თუ საჭიროება მოითხოვს და თუ გუნდი ამას გადაწყვეტს, საერთო საქმისთვის მზად ვარ.
მაჟორიტარული ოლქების დამსხვილებისას მუნიციპალიტეტების გეოგრაფიულ მდებარეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მაქსიმალურად გავთვალეთ, რომ მუნიციპალიტეტები ერთმანეთთან მენტალურადაც დაახლოებული ყოფილიყვნენ. საკმაოდ რთული იქნება სამ მუნიციპალიტეტში საქმიანობა. ყველა სოფელს, მოქალაქეს თავიანთ პრობლემებზე და გამოწვევებზე უპასუხო, არ იქნება მარტივი. თუმცა, თუ პასუხისმგებლობას აიღებ და კარგად გაითავისებ რას ეჭიდები, შეუძლებელი არაფერია. როგორც გუნდი ჩათვლის საჭიროდ, ისე გადავწყვეტ, მაგრამ ჩემი პირადი სურვილი სამი მუნიციპალიტეტის მჟორიტარობა ნამდვილად არ იქნება.
აპირებს თუ არა საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე განმეორებით კენჭისყრას
აპირებს თუ არა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.