ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზი, რამდენიმე წელია, უფუნქცოდაა. ჩამსხვრეული მინების გამო დარბაზი ღამურებისა და ჩიტების თავშესაფრადაა ქცეული. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში ტარდება და სხდომაზე მისული მოქალაქეებისთვის ამ ოთახში ადგილი აღარ რჩება.
„ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციაა საჭირო, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. ამას 1000-2000 ლარი არ ეყოფა. საკმაოდ სერიოზული თანხა დასჭირდება. ვფიქრობთ, რომ ამ დარბაზის გასარემონტებლად თანხას წელს მოვიძევთ. შეიძლება კაპიტალური რემონტი არ ჩავატაროთ და მხოლოდ კოსმეტიკურად შევალამაზოთ. შევეცდებით დიდ თანხაზეც არ გავთვალოთ, მარტივად რომ გამოვიდეთ“, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი საკონფერენციო დარბაზი აუცილებელია: „ხარაგაულის საკრებულოში 35 დეპუტატია. სხდომაზე ამომრჩევლები რომ მოვიდნენ, ათ მოქალაქეზე მეტს ამ ოთახში ვერ ვატევთ. როდემდე უნდა ვიყოთ ასე?! შენობაში რომ შემოდიხარ, ირგვლივ ყველაფერი საბჭოთა დროინდელია. კედლები და ფანჯრები ჭუჭყიანია, – არა იმიტომ, რომ დამლაგებლები არ ასუფთავენენ, არამედ – დაძველებულია და დასუფთავება აღარ უხერხდება.
წლებია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ბუნებრივი აირის შემოყვანას ვითხოვთ. ზამთარში გვცივა, ორი, სამი ქურაა ერთ ოთახში ჩართული და ელექტროენერგიაზე უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე ბუნებრივი აირის დამონტაჟებას სჭირდება. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობის სახურავი. უხვი ნალექის დროს საკრებულოს რამდენიმე ოთახში წყალი ჩამოდის. მერიას რამდენჯერმე მივმართეთ, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. მერიის ზოგიერთი თანამდებობის პირი პრიორიტეტებს ვერ საზღვრავს“, – ამბობს მანანა ბარბაქაძე.
ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე იხსენებს, რომ ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზის რემონტისათვის საკრებულო მერიას ჯერ კიდევ 2014 წლიდან მიმართავდა თანხის გამოყოფის მოთხოვნით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ სხდომათა დარბაზის გარემონტება მერიაში ჯერ კიდევ იდეის დონეზეა.
„ვფიქრობთ, რომ საკრებულოს სხდომებისთვის დარბაზი გავარემონტოთ, ოღონდ არა არსებული ფორმით. სასურველია, სხდომათა დარბაზისთვის ფართის ნაწილი გარემონტდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში სამუშაო კაბინეტები მოეწყოს. მერიის სამუშაო ოთახები ძალიან გადატვირთულია და კარგი იქნება, თუ დამატებითი კაბინეტები მოეწყობა. 2020 წელს დარბაზის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არაა. შევეცდებით, საჭირო თანხა 2021 წლისთვის გამოვყოთ“, – ამბობს თემურ ჩხეიძე.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.