

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის საკითხი საქართველოში კვლავ რჩება ერთ-ერთ ნაკლებად შესწავლილ სოციალურ გამოწვევად.
ბავშვთა შრომა გულისხმობს ისეთ საქმიანობას, რომელიც არის მავნე, ექსპლუატაციური და ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებას ან აფერხებს განათლების პროცესს.
ბავშვთა ეკონომიკური საქმიანობა კი ნეიტრალური ან პოზიტიური ხასიათის მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არ აზიანებს ბავშვს და შესაძლოა მისი განვითარების ან სწავლის პროცესის ნაწილიც იყოს (მაგალითად, მსუბუქი საოჯახო დახმარება ან სასწავლო/შემოქმედებითი აქტივობები). ამ განსხვავების სწორად გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება ბავშვთა უფლებების დაცვის პოლიტიკის სწორ დაგეგმვას.
მიუხედავად თემის აქტუალობისა, საქართველოში ამ მიმართულებით განახლებული კვლევები, პრაქტიკულად, არ არსებობს. ბავშვთა შრომის მიმართულებით ბოლო მნიშვნელოვანი სისტემური შეფასება არის საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში (2021), რომელიც UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადდა და ბავშვთა შრომის რისკებს, მათ შორის პანდემიის კონტექსტშიც, აფასებს.
ამ ანგარიშის შემდეგ ბავშვთა შრომის მიმართულებით განახლებული მასშტაბური კვლევა ან ყოვლისმომცველი შეფასება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები კვლავ რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფად. ისინი ხშირად ხვდებიან ტრეფიკინგის, შრომითი ექსპლუატაციისა და სხვა სახის ძალადობის/დანაშაულის რისკის ქვეშ. ამ ბავშვების შესახებ ზუსტი და განახლებული სტატისტიკური მონაცემები პრაქტიკულად არ იწარმოება, რაც მათ კიდევ უფრო უხილავს ხდის სისტემისთვის.
განახლებული მონაცემებისა და სისტემური კვლევების ნაკლებობა ართულებს რეალური სურათის დანახვას და ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვას ბავშვთა დაცვის მიმართულებით.
რეგულარული კვლევები და განახლებული მონაცემები აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებებს და არა ფრაგმენტულ ინფორმაციას.
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის საკითხი საქართველოში კვლავ რჩება ერთ-ერთ ნაკლებად შესწავლილ სოციალურ გამოწვევად. ბავშვთა […]
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი