

დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
წლევანდელ ჩემპიონატს სამი ქვეყანა მასპინძლობს – ამერიკა, კანადა და მექსიკა.
2026 წლის ჩემპიონატში 48 გუნდი მონაწილეობს. სულ 104 მატჩი ჩატარდება. 8 ჯგუფის ნაცვლად იქნება 12 ჯგუფი და ვინაიდან პირველ-მეორე ადგილოსნები ჯგუფიდან კვლავ ავტომატურად გადიან, პლეი-ოფში მათთან ერთად საუკეთესო მესამეადგილოსანი რვა გუნდიც გადაინაცვლებს. შესაბამისად, ემატება ახალი ეტაპი – 1/16 ფინალი (32 საუკეთესო გუნდი).
წელს ჩემპიონატს ოთხი დებიუტანტი ეყოლება – კიურასაო, კაბო ვერდე, იორდანია და უზბეკეთი.
ჩემპიონატი დღეს მექსიკაში გაიხსნება მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის გუნდების დაპირისპირებით. ეს თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონატის ცხრილს გაეცანით ბმულზე.
ჩემპიონატის მატჩებს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია რუსთავი2, მარაო, სილქნეტი და setantasports გადამოსცემენ.
ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით ტარდება. ჩემპიონატი 1942 და 1946 წელბში მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ ჩატარდა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!