

გადაიყვანეს თუ არა კარანტინში და როგორია ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მეუღლის დაკრძალვაზე იტალიიდან 9 მარტს დაბრუნებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის გასარკვევად მის შვილს დავუკავშირდით.
შვილმა გვითხრა, რომ დედამისი იტალიის ქალაქ ნაპოლში იმყოფებოდა. ის იტალიაში წასვლიდან მესამე დღეს დაბრუნდა საქართველოში.
„დედა თვითიზოლაციაშია, ცალკე ოთახში გვყავს, – ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, – საზღვარზე გადმოსვლისას ტემპერატურა გაუზომეს და ანალიზი აუღეს. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვიდა, დღეში რამდენჯერმე ვუზომავთ ტემპერატურას. გრიპის ან გაციების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. გუშინ, დაკრძალვის დღეს, ჭირისუფლად ნიღბით იჯდა. ჯანმრთელად არის. ხვალ არის მამას გარდაცვალებიდან მეცხრე დღე. საფლავზე გავალთ და თბილისში ჩვენი საკუთარი ტრანსპორტით დავბრუნდებით. აქ ვიმყოფები ჩემი ოჯახით, შვილებით“.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან გუშინ მოპოვებული ინფორმაციით, იტალიიდან ხარაგაულში დაბრუნებული ქალი გუშინ, მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, კარანტინში უნდა გადაეყვანათ. ამ ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სპეცმანქანა. რატომ არ გადაიყვანეს ქალბატონი კარანტინში, ამის შესახებ ინფორმაციას შმაგი ხიჯაკაძე არ ფლობს.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე გაცნობებთ.
Illustration: Guardian Design/EPA/GETTY
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული