კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობამ საჯარო სამსახურებს რეკომენდაციები მიაწოდა.
„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი, ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
დღეიდან, 12 მარტიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ სამსახურებში თანამშრომელთა რაოდენობა შეზღუდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი ამბობს, რომ „ცოტა რთულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, რადგან ყველა თანამშრომელს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. მერიის სამსახურებში მუშაობას ის თანამშრომლები აგრძელებენ, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. სამსახურში იქნება მერი, მისი მოადგილე, ყველა სამსახურის უფროსი. ხარაგაულში შეჩერებულია კულტურისა და სპორტის სფეროში მოქმედი ყველა ააიპ-ის საქმიანობა, კულტურული და სპორტული წრეების ფუნქციონირება“.
ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ხარაგაულის „სათნოების სახლი,“ დირექტორის, გიორგი ჩიჩილიძის ინფორმაციით, ბენეფიციართა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „სათნოების სახლში“ ერთხელ უკვე ჩატარდა დეზინფექცია, თუმცა შაბათს ფართის მასშტაბური დასუფთავება-დეზინფექცია იგეგმება. ამის გამო 14 მარტს ხარაგაულის სათნოების სახლი ბენეფიციარებს ვერ მიიღებს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.