

დღეისათვის გერმანიაში კორონავისუსის უკვე 1200 შემთხვევაა დაფიქსირებული, – გვწერს ხარაგაულელი გიორგი სახვაძე გერმანიიდან, – ერთ კვირაში 1100 გახდა. მიუხედავად ამისა, ისეთი ღონისძიებები, როგორიც საქართველოში ტარდება, აქ ჯერ კიდევ არ ჩანს.
გაჩნდა გარკვეული პანიკის ნიშნებიც. ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები გამოლეულია, ქუჩაში კი ნიღბიანი თითქმის არ დადის. ეტყობა, უარესი დღისთვის ინახავენ.
რამდენიმე საფეხბურთო შეხვედრა გადაიდო და საუბარია, რომ მომავალში შეხვედრები მაყურებლის გარეშე გამართონ.
საზღვრის და აეროპორტების სათანადო დონეზე კონტროლი თითქმის შეუძლებელია. სასწავლო პროცესის შეჩერებაზე ჯერაც ვერ შეთანხმდნენ.
ცხოვრება, ჯერჯერობით, მაინც ჩვეულ რიტმში მოედინება, თუმცა არავინ იცის, თუ რა იქნება ხვალ…
P.S. ოთხი დღის წინ გერმანიაში კორონავირუსის 100-მდე შემთხვევა იყო დადასტურებული და გიორგი სახვაძე გვწერდა, რომ გერმანიაში პანიკა არ არის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,