გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ხარაგაულელი გიორგი სახვაძე ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ გერმანიაში არსებულ სიტუაციას გვიზიარებს.
-გერმანიაში უკვე კორონავირუსის 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, – გვწერს გიორგი სახვაძე, – მაგრამ სიტუაცია 180 გრადუსით განსხვავდება საქართველოში არსებულისგან.
კერძოდ: არავითარი შემოწმებები არც აეროპორტებში და არც სახმელეთო საზღვრებზე, არ მიმდინარეობს.
თხოვნაა მოქალაქეებზე, რომ სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რასაც ყველა პირნათლად ასრულებს.
არ შეწყვეტილა სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. გაუქმდა ისეთი ღონისძიებები, სადაც ბევრი ტურისტისა და საზღვარგარეთის სტუმრების ჩამოსვლა იყო ნავარაუდევი, მაგალითად ამჟამად საუბარია ლაიპციგის ცნობილი წიგნის გამოფენა-ბაზრობის გაუქმებაზე.
არავინ ატარებს დეზინფექციებს სკოლებსა და დაწესებულებებში, არ უტარდება დეზინფექცია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მიწისქვეშა გადასასვლელებს. არ არის პანიკა. არავინ, ან თითქმის არავინ დადის ნიღბით და ცხოვრება გრძელდება ჩვეულ რიტმში.
რაც აგრეთვე განგვასხვავებს გერმანელებისგან, აქ არავის მოუვა აზრად, ვირუსის შემოტანა ვინმე კონკრეტულ პიროვნებას დააბრალოს და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. მერწმუნეთ, ასეთი რომ მოხდეს, ეს მისი სამუდამო პოლიტიკური სიკვდილი იქნებოდა.
გილოცავთ გაზაფხულის დადგომას!
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი