
საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოებში და გამორიცხული იქნება თვითნებობა ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან, – ამგვარი განცხადება გაკეთდა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძისა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, ეკატერინე ქარდავას მიერ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. აღნიშნული პროექტი მთავრობის სხდომას ხუთშაბათს, 26 ივნისს წარედგინება.
ნინო კობახიძის განცხადებით, ბოლო ხანს საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და გაჩნდ კითხვები სახელმწიფო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ განსაკუთებით დიდი ოდენობით მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით.
“სწორედ ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ საკითხზე მუშაობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო, ამ დროისთვის უკვე შემუშავებულია პრემიების გაცემის წესი და სულ მალე წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. აღსანიშნავია, რომ პრემირების წესის შემუშავებაში ჩვენ გავითვალისწინეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას,”-აღნიშნა ნინო კობახიძემ.
ეკატერინე ქარდავას განცხადებით, დღეისათვის უკვე დადგენილია პრემიის ზღვრული ოდენობა, რომლის ზემოთაც დაუშვებელი იქნება პრემიის გაცემა, განსაზღვრული აროგორც პრემიის გაცემის პერიოდულობა, აგრეთვე პრემიის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების წრე.
„მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირების შეზღუდვა, ვერ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის თაობაზე. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს, მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება შესაბამისი დასაბუთებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხსწყვეტს შესაბამისი მინისტრი. ხოლო, იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფებიან კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიები სგაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასევე, საქართველოს მთავრობის წევრებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერმინისტრი”,-განაცხადა ეკატერინე ქარდავამ. როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 1 ივლისისთვის დაგეგმილია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის.
“ეს კონცეფცია გახლავთ ერთწლიანი კონცეპტუალური მსჯელობის შედეგი და ითვალისწინებს სრულიად ახლებურ მიდგომებს. მისი შემუშავებ ამოხდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამაში გვეხმარება და მხარში გვიდგას ამერიკის განვითარების სააგენტო (USAID), კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობდა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც უცხოელი ექსპერტები, ისე ქართველი მეცნიერები და პრაქტიკოსები,”-აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციი სუფროსის მოადგილემ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
წყარო: www.government.gov.ge
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.