

მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასურის შესამცირებლად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ პაკეტს განიხილავს.
პაკეტის მიხედვით მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური მცირდება და 400 ლარი გახდება. აქამდე, მიერთების საფასური 500 ლარი იყო. ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების საფასური 2 წელზე განუწილვადოს.
მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ დიდი დიამეტრის მილსადენებს. 100 და 150 მილიმეტრიან წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო რაც რიგ შემთხვევებში სადავო ხდებოდა.
შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით. მაგალითისათვის 150 მმ წყალარინების მილის მიერთება თვითმმართველი ქალაქებისთვის 39%-ით მცირდება, ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის 57%-ით.
თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) საფასური იგივე რჩება, რაც განპირობებულია ქსელზე მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით. (ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვების საჭიროება და ა.შ).
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს