გასული წლების ნაშთების ასახვის მიზნით ხარაგაულის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილება იგეგმება. გასულ, 2014-2019 წლებში საფინანსო ნაშთმა 3 922 022 ლარს მიაღწია, აქედან 3 713 492 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი სახსრების ნაშთია, ხოლო 208 529 ლარი საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთი.
„ღია ესტრადის სარეაბილიტაციო თანხიდან 11 211 ლარია დარჩენილი. როცა მოვიდა ბატონი მერი, მაშინვე რომ გამოეყენებინა ეს თანხა, ესტრადა არ გაიძარცვებოდა და არ დაილუქებოდა. ოთხი წელია, ამ თანხას ვინახავთ და ოთხი წელია ღია ესტრადა ინგრევა, – განაცხადა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, – მერია უპასუხისმგებლო კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან ბიუჯეტის შევსებით იწონებს თავს, იმ დროს, როცა შპს „დალა 73“-მა სანქციის არასწორად დაკისრების გამო, სასამართლოში გვიჩივლა და ახლა 21 257 ლარი უნდა გადავუხადოთ, ეს ხალხის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის, ინფორმაციით, „ამ ნაშთში ასახულია სხვადასხვა პროგრამებიდან მორჩენილი, ასევე დასრულებული პროექტების ეკონომიები და დასამთავრებელი პროექტების თანხები.
ამ თანხასთან დაკავშირებით, რომ საფინანსო ოპერაციები განვახორციელოთ, ამისთვის აუცილებელია, რომ 2020 წლის ბიუჯეტში ავსახოთ“.
აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის საკრებულო 20 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. მანამდე კი დეპუტატები კომისიებსა და ფრაქციებში შეისწავლიან.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.