

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მანდატებს ოთხი საარჩევნო სუბიექტით გაინაწილებს. წინასწარი მონაცემებით, ცხრა მანდატს მიიღებს კოალიცია „ქართული ოცნება“, სამ მანდატს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ორ მანდატს – არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), ერთ მანდატს – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. ვახანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნები არ ჩატარებულა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად კენჭს სამი კანდიდატი იყრიდა.
სახელისუფლებო კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა, წინასწარი მონაცემებით, ხმების 64,40 პროცენტი მიიღო. არჩევნებზე მისული 12 096 ამომრჩევლიდან მას ხმა 7 797-მა ამომრჩეველმა მისცა.
გამგებლობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა ნიქაცაძემ 2 436 ხმა მიიღო; გამგებლობის კანდიდატმა „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ როინ ხიჯაკაძემ – 1 863 ხმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 34 დეპუტატიდან, სავარაუდოდ, შვიდი ქალბატონი იქნება.
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 20 184 ამომრჩეველია.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის