
პარასკევს, 17 იანვარს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ხარაგაულის კინოთეატრში სპექტაკლს „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ გამართავს.
სპექტაკლის რეჟისორია ირინე ჩხეიძე. პიესა ქართველ მწერალსა და დრამატურგს ირაკლი სამსონაძეს ეკუთვნის.
სპექტაკლში მონაწილეობენ ქართული ხალხური ზღაპრის გმირები:
ინდაური ინდიკო, ციდან მოვლენილი საჩუქარი – დავით ჭყოიძე;
თოვლის პაპა – ნიკოლოზ წიკლაური;
ბაბალე – ლუიზა კიკნაძე;
კომბლე – გიორგი ჭიპაშვილი;
ცხვარი – მაია ბერაძე;
მგელი – ვასილ კიკნაძე;
მელია კუდაგრძელია – ლია ჭიპაშვილი;
ნაცარქექია – გიორგი მაქაძე;
დევი – ბექა ხიჯაკაძე.
სპექტაკლი 15 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება კინოთეატრის სალაროში. ბილეთის ფასი ორი ლარი.
სპექტაკლის „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ პრემიერა ხარაგაულში გასულ წელს გაიმართა.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან