

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს შენიშვნა, 2020 წლის ბიუჯეტში მერიისთვის ხარჯების შემცირებაზე, არ გაითვალისწინა. კერძოდ, საუბარია მერიისთვის ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენაზე.
საკრებულო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის შესაძენად დაგეგმილი 43 ათასი ლარი უნდა მიიმართოს მოქალაქეთა ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.
„საკრებულოსგან გამოთქმული შენიშვნების უმრავლესობა გათვალისწინებულია,- ამბობს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი, – მერიაში ზედმეტი ხარჯები არ გვაქვს. მზარდი ინფლაციის, დოლარისა და ლარის კურსის გათვალისწინებით, შესაძლოა, მერიის ხარჯები კიდევ გაიზარდოს“.
საკრებულო მერიისგან არგუმენტს ითხოვს, რატომ არის აუცილებელი მერიისთვის ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენა. დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ მერი და მერიის სამსახურების უფროსები 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას დაესწრებიან და შეკითხვებზე პასუხებს გასცემენ.
„საკრებულო მერიისთვის ავტომანქანის შეძენას მხარს არ დაუჭერს“, – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე გეგმავს.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,