

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „მწვანე სამყარო“ და მისი მეგობრები 3 დეკემბერს NASA-ს ონლაინ ვებინარში ჩაერთვნენ.
NASA აფინანსებს საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო პროგრამას GLOBE (ვებგვერდი: globe.gov), რომელშიც ამჟამად მსოფლიოს 100 ქვეყნიდან მონაწილეობენ სკოლები.
CENN, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ამ პროგრამის პარტნიორი გახდა.
„ონლაინ შეხვედრის თემა იყო „დედამიწის მწვანე საფარი, ხეები, სიცოცხლის არსი ჩვენს პლანეტაზე,“ – ამბობს ეკოკლუბის „მწვანე სამყარო“ ლიდერი თეა ტალახაძე, – ბრაიან კემპბელმა, ვინც ჩვენს ვებინარს წარმართავდა, დასაწყისშივე აღნიშნა, რომ საქართველო პირველად შეუერთდა ღონისძიებას და მადლობა გადაუხადა სკოლებს დაინტერესებისა და აქტიურობისათვის.
შეხვედრაზე გავეცანით NASA-ს მიერ გახორციელებულ პროეტებს, ვებ-გვერდებს, სადაც მათი აქტივობებია აღწერილი. დავათვალიერეთ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საქმიანობა. ვინაიდან საქართველო პირველად ჩაერთო პროექტში, NASA-ს „ხეების რუკაზე“ ჯერ მონიშნული არაა. თუმცა CENN-ის თანადგომით ეს დღეც მალე დადგება.
მადლობა ორგანიზაცია CENN-ს, ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტს და ნინო ბრეგაძეს ამ საოცარი საღამოსთვის“, – ამბობს თეა ტალახაძე.

2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში