ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, პროექტების შეუსრულებლობის გამო, 661 609 ლარით შემცირდა (საქ. მთავრობის N2271 განკარგულების საფუძველზე).
ამ თანხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტენდერში გამარჯვებულ ამხანაგობა „ნიუ გრუფს“ გზები მოლითში, ბაბში, წყალაფორეთში, ლეღვანსა და საბეში უნდა დაეგო, – როგორც ეს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, „იაფი სესხის გამცემ ორგანოდ“ გადაიქცა. ხარაგაულის მერიამ 2018 და 2019 წლებში, მშენებლებს ავანსის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა უსარგებლოდ გადაურიცხა. აქედან მილიონ 127 ათასი ლარი კომპანიებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკან დაუბრუნეს, ვინაიდან სამუშაოები არ შესრულდა.
დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცხარედ იკამათეს დეპუტატებმა ვარლამ ჭიპაშვილმა, პაატა გოგოლაძემ, მიხეილ ჭიპაშვილმა, დავით კიკნაძემ, თორნიკე ავალიშვილმა, გივი თავზარაშვილმა, მალხაზ ფხალაძემ და სხვებმა; მოქალაქე ბესო დავაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა კი თანაპარტიელ დეპუტატებს ხარაგაულის მერის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება მოთხოვა.
თავად მერი ნიკო თოფურიძე საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა. მასთან არც საკრებულოს სხდომის შემდეგ გასაუბრების შესაძლებლობა მომეცა, რადგან მას ამისთვის „არ ეცალა“.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი