თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია 26 ნოემბერს დილის ხუთ საათზე სპეცდანიშნულების რაზმებმა დაშალეს. წყლის ჭავლით პარლამენტის შენობის პიკეტირებული შესასვლელები და რუსთაველის გამზირი გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეები გეგმავდნენ, რომ დღეს პარლამენტში დეპუტატები არ შეეშვათ და მათთვის პლენარული სხდომის ჩატარების უფლება არ მიეცათ. ოპოზიციისგან გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, არიან დაკავებულები.
საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი იმყოფება. მისი ინფორმაციით, „ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები, შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია და შესასვლელებთან მობილიზებულია პოლიცია. დეპუტატები კი შენობაში სპეცრაზმის კორიდორის გავლით შევიდნენ.“
პარლამენტში დღეს 11:30 წუთზე ბიუროს, ხოლო 12:00 საათზე პლენარული სხდომაა ჩანიშნული.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ დღეს სხდომაზე უნდა განიხილონ პარლამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატურები, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და სხვადასხვა საკითხები. ის თვლის, რომ სასურველია, ოპოზიციის წარმომადგენლები ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნდნენ და ყველა საკითხზე პარლამენტში ისაუბრონ.
შეგახსენებთ, რომ კობა ლურსმანაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს. ამის მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები არ განხორციელდება.
რადიოთავისუფლების ფოტო
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი