ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი იმ პარლამენტართა შორისაა, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.
თუმცა, კობა ლურსმანაშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმომწერი იყო 2019 წლის ივლისში.
რატომ არ დაუჭირა მხარი დაანონსებულ ინიციატივას, ივლისის შემდეგ ამ საკითხისადმი მისი დამოკიდებულების შეცვლა რამ განაპირობა, – ამ შეკითხვით კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„ივლისში როდესაც დადგა დღის წესრიგში, რომ გინდა თუ არა, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ამას საკანონმდებლო ინიციატივა დასჭირდა. პირადად მე საკანონმდებლო ინიციატივაზე „ქართულ ოცნებას“ შევუერთდი, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – აზრი იქ თავიდანვე იყო გაყოფილი – ჩვენ გადაწყვეტილება მიგვეღო 2020 წლისათვის ამ სისტემით არჩევნების ჩატარებაზე, თუ – არა.
პროცედურების გავლის შემდეგ ავწონ-დავწონე, რა სარგებელს მოგვიტანდა და რა უარყოფითი მხარეები ექნებოდა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მივედი დასკვნამდე, რომ 2020 წლისთვის ამას ჩვენი ქვეყანა მოუმზადებელი ხვდება და საკონსტიტუციო ცვლილება გარკვეულ რისკებს შეიცავს.
ჩვენ, შესაძლოა, ჩათრეული აღმოვჩნდეთ რიგგარეშე არჩევნების ციკლში, ვინაიდან პარტიები, რომლებიც, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხვდნენ პარლამენტში, ვერ მოძებნიან გზებს ერთმანეთთან მისასვლელად. პირადად მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან პრორუსულ პარტიებთან ვერ შევალ კოალიციურ ფორმატში. ეს გამოიწვევდა კრიზისს საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე.
პროპორციული საარჩევნო სისტემის კატეგორიული წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამას სჭირდება მომზადებული საზოგადოება და მომზადებული თვითმმართველობა.
ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი ვარ და თავისუფალი მანდატით ვსარგებლობ.
თავისუფალი მანდატი ჩემმა ამომრჩეველმა მომანიჭა და არსად მომისმენია – ლეღვანსა თუ წიფაში, რომ შერეულ პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემას აპროტესტებდნენ და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ. როცა ვნახავ, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა აპროტესტებს ამას, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცე.
„ქართული ოცნებისგან“ მიცემული პირობის გატეხვაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ ქვეყანა არ დაგვემხოს თავზე, იმხელა რისკებია აქ ჩადებული. საუბარი მარტო საარჩევნო სისტემის ფორმაზე კი არ არის, საუბარია იამზე, რომ რევანშისტულ ძალებს გავუადვილოთ, რეიტინგისა და ხალხის მხარდაჭრის მიუხედავად, პარლამენტში შემოსასვლელი გზები მოიპოვონ, შექმნან კრიზისები და ქვეყანას პრობლემები შეუქმნან. ეს სურვილები ჩანს ოპოზიციური პარტიების ქმედებებში“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი