

ხარაგაულში, ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში პირველ ნოემბერს საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებაში რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებელი კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“-ის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. მათ ვერტყვიჭალელი აღსაზრდელები სათამაშოებით დაასაჩუქრეს.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მა ჯინმა აღნიშნა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღისთვის სათამაშოების შეძენა სთხოვეს.
შემოდგომის ზეიმს ვერტყვიჭალაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე და ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ესწრებოდნენ.
საშემოდგომო ღონისძიებაზე სტუმრებს განსაკუთრებით აღსაზრდელების მიერ შესრულებული ჩინური ცეკვა მოეწონათ. ღონისძიების ბოლოს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა პატარებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს.
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი ამჟამად ხუნევის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ სოფელში ახალ საბავშვო ბაღს აშენებს.
კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“ რიკოთის უღელტეხილზე ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთს (F2) აშენებს.

13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს