

ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც დილით, ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლამდე დგებიან და ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ; ადამიანები, რომელთა პროფესია ჩვენგან პატივსაცემი და დასაფასებელია.
დღეს დილით, შვიდის ნახევარზე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბის „მწვანე სამყარო“ მოსწავლეები ააიპ „ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს“ ესტუმრნენ და მათთან ერთად დააწკრიალეს ხარაგაულის ქუჩები.
მაშინ, როცა მოსახლეობას ეძინა, პატარა ეკოკლუბელები ხარაგაულის ქუჩებში დაქროდნენ ცოცხითა და აქანდაზით.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ დასუფთავების აქტივობა და გამოთქვეს სურვილი, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტში“ ჩართულმა დაბა ხარაგაულში მოქმედმა სკოლებმა ერთობლივად განახორციელონ დასუფთავების აქცია, – ფორმები მოირგონ და ერთი დღე ნამდვილი მეეზოვეების როლში იყვნენ.
თეა ტალახაძე
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „მწვანე სამყარო“ ხელმძღვანელი

პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,