

29 ოქტომბერს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპი გაიმართება. ამ ინფორმაციას etaloni.ge ავრცელებს.
ღონისძიებას, რომელიც 11:30 საათზე დაიწყება, „ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება. „ეტალონის“ მონაწილეები სკოლებში სპეციალური ტესტირებით შეირჩნენ. მეორე ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 75 მოსწავლე მონაწილეობს.
ხარაგაულის წლევანდელი „ეტალონი მოსწავლე“ 29 ოქტომბერს გამოვლინდება. ჩემპიონატის ფინალი კი სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება.
გასული სეზონის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეთერთმეტეკლასელი საბა ებანოიძე გახდა.
ფოტოზე: „ეტალონის“ რაიონული ტური ხარაგაულში, 2018 წ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,