

პალიასტომის ტბა და მდინარე ფიჩორის ხეობა ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა ეკოსაგანმანათლებლო ტურის ფარგლებში დალაშქრეს.
კოლხეთის ეროვნულ პარკში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გასული სეზონის ნახევარფინალისტები – ხარაგაულის #2, ბაზალეთის, ბორითის, ბორის, კიცხის, ლეღვანის, მარელისის, საღანძილის სკოლების ეკოკლუბების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში ხარაგაულელი მოსწავლეები და ეკოკლუბების მასწავლებლები პარკის დაარსების ისტორიას, მის საერთაშორისო მნიშვნელობას და ბიომრავალფეროვნების სახეობების ფოტო-ვიდეო მასალებს გაეცვნენ.
ჭაობის ხსენება არცთუ სასიამოვნო ასოციაციებს აღძრავს, მაგრამ კოლხეთის ეროვნული პარკი მსოფლიო მნიშვნელობისაა და მას ვიზიტორები ხშირად „ამაზონის ჯუნგლებს“ უწოდებენ. საქართველოში ერთდროულად სახმელეთო და საზღვაო ნაწილს მხოლოდ ეს ეროვნული პარკი მოიცავს.
კოლხეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია იმითაც, რომ აქ მდებარე პალიასტომის ტბაზე შეხვდებით ევრაზია-აფრიკის მარშრუტზე მიგრირებად და მოზამთრე ფრინველებს.
ეკო-საგანმანათლებლო ტურის ხარაგაულელმა მონაწილეებმა კოლხეთის ეროვნულ პარკში მომავალში სპორტული თევზჭერისა და ფრინველებზე დაკვირვების სურვილი გამოთქვეს.
კოლხეთის ეროვნულ პარკში „ნიკო კეცხოველი-2019-ის“ ნახევარფინალისტი სკოლების ვიზიტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.



პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური