

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსში მონაწილეობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა. ნახევარფინალში 149 სკოლა გადავიდა.
იმერეთიდან ნახევარფინალის საგზური 32-მა სკოლამ მოიპოვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ნახევარფინალში მოხვდნენ ბაზალეთის, ბორითის, ხარაგაულის #2, ბორის, კიცხის, ლეღვანის, საღანძილისა და მარელისის საჯარო სკოლები.
ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბაო“ 20 650 ქულით იმერეთის მასშტაბით მესამე ადგილზეა.
იმერეთისა და რაჭის რეგიონების სკოლებისთვის ნახევარფინალი 24 თებერვალს ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდება.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალი კი 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს გაიმართება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: კონკურსის ხარაგაულელი მონაწილეები ნიკო კეცხოველის ნაკვალევზე ვანის ნაქალაქარში, ახვლედიანების გორაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა