ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7-12-16 ივნისს მომხდარი სტიქიით დაზიანებული სახიდე გადასასვლელების, ნაპირსამაგრი კედლების მოსაწყობად და მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება შპს-მ „გიასი“ (დირექტორი გურამ უგლავა) 44 999 ლარად ივალდებულა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლის პირველ იანვრამდე უნდა მომზადდეს.
გაგაცნობთ სტიქიით დაზიანებული იმ ობიექტების ნუსხასა და სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებას, რომელთა აღსადგენადაც შპს „გიასი“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ამზადებს:
- კვესრევში მილხიდის მოწყობა – გათვალისწინებულია 15 ათ. ლარი;
- კვესრევის სავანის უბანში ორი ხიდ-ბოგირის მოწყობა – 120 ათ. ლარი;
- ბორითში ალედი ბარბაქაძის უბანში სანიაღვრე არხი – 25 ათ. ლარი;
- მაქათუბანში ბეტონის გზაზე ღელის წყლისგან დაზიანებული ბეტონის გზის მონაკვეთისთვის ნაპირდამცავი კედლის მოწყობა – 15 ათ. ლარი;
- მაქათუბანის მაღაზიასთან მილხიდის მოწყობა – 10 ათ. ლარი;
- ბორითის კურტანიძეების უბანში მილხიდის მოსაწყობად – 10 ათ. ლარი;
- სარგვეშის ცისკაძეების უბანში საცალფეხო ხიდის აღსადგენად – 15 ათ. ლარი;
- ბჟინევში ხიდ-ბოგირის მოსაწყობად – 30 ათ. ლარი;
- საბეში გზის ნაპირდამცავი კედლის მოსაწყობად – 100 ათ. ლარი;
- ღორეშაში სამი მილხიდის მოსაწყობად – 45 ათ. ლარი;
- გედსამანიის ჩადუნლების უბანში ხიდ-ბოგირის მოსაწყობად – 10 ათ. ლარი;
- დაბა ხარაგაულში ბაზრის ტერიტორიაზე გზის ნაპირდამცავი კედლის მოსაწყობად – 120 ათ. ლარი.
- ლაშეში კერესელიძეების უბანში საცალფეხო ხიდის მოსაწყობად – 50 ათ. ლარი;
- საღანძილეში ე.წ. დიდების ხიდთან გზის ნაპირდამცავი კედლის მოსაწყობად – 50 ათ. ლარი;
- ხიდარში არსებული ხიდის გასამაგრებლად – 70 ათ. ლარი;
- დაბა ხარაგაულსა და სოფელ ისლარში მდინარე ჯიხველას კალაპოტის გასაწმენდად – 200 ათ. ლარი;
- ისლარში მდინარე ჯიხველაზე ხიდბოგირის მოსაწყობად – 40 ათ. ლარი;
- ბაზალეთში ჩხერიმელაზე არსებული საცალფეხო ხიდის სარეაბილიტაციოდ – 20 ათ. ლარი;
- ჯაფაროულში სანიაღვრე არხის მოსაწყობად – 20 ათ. ლარი.