27-30 მაისს ბორის სკოლა-პანსიონში დიდი მღელვარება იგრძნობოდა. უკვე მრავალი წელია, ბორში სტუმრად ამერიკელი მეგობრები ჩამოდიან. ლინ ბექსმა, რიჩარდ ბორდონ ჰოლმსმა, კრეგ ბონეტმა, გარი შნიბერგმა, რეი ჰაჩინსონმა, დაგ და გრეის უესტონებმა, კაროლინ ჰარდვიკმა, კატერინა იულიამსმა წელს ბორის სკოლის მოსწავლეებს ოთხი დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
ამერიკელები ყოველი ჩამოსვლისას ეცნობიან, რაც მათ წინა წლებში ბორელ მეგობრებთან ერთად დაგეგმეს, როგორ განხორციელდა, მუშაობენ თუ არა პროფგანათლების წრეები, რომლებიც მათი დახმარებით შეიქმნა.
ბორის სკოლის ბიბლიოთეკარი და ხელსაქმის წრის ხელმძღვანელი დონარი ბერაძე აღნიშნავს, რომ ამერიკელების სტუმრობასთან დაკავშირებით მოეწყო ამ წრის ნამუშევრების გამოფენა-ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იყო ის კოსტუმები, რომლებიც შეიქმნა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებისთვის.
30 მაისს ამერიკელი მეგობრებისთვის გამართულ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო რეი ჰაჩინსონი, დიდი მაესტრო, როგორც მას ბორის სკოლაში უწოდებენ. მან ინსცენირებებით გააფორმა მუსიკალური ნომრები. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მოსწავლეებისგან უმოკლეს დროში შესწავლილი და ულამაზესად შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენით.ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დაგ უესტონმა აღნიშნა, – ჩვენ გვყავს ოჯახები ამერიკაში, მაგრამ საქართველოში ჩვენ გვყავს ერთი დიდი ოჯახი ბორის სკოლის სახით.
იმავე დღეს ბორის სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვის დაირეკა ბოლო ზარი. ღონისძიების შემდეგ ლინ ბექსმა კურსდამთავრებულებს აუწყა, რომ ამერიკელი მეგობრები დააფინანსებენ კურსდამთავრებულთა ექსკურსიას. მათ ასევე გადასცეს საჩუქრები.
ფიჩთი როუდის გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ქველმოქმედთა ჯგუფის საქართველოს მისიის კოორდინატორი ლინ ბექსი აღნიშნავს, რომ წლებია, რაც ბორის სკოლასთან მეგობრობენ: „ყოველთვის სიხარულით ვივსები ამ ბავშვებთან ურთიერთობით. „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ წარმომადგნლები თამარ გრიგოლია და ვასო ნატროშვილი ჩვენი დახმარებით ზრუნავენ მათზე.“
ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ანა გიორგაძის თქმით, ძალიან გასახარელია სკოლის დამთავრება, თუმცა გულიც წყდება, რომ შორდება იმ სკოლის კედლებს, სადაც 12 წელი გაატარა.
„ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ ახალგაზრდების განვითარებისა და დახმარების პროგრამის მენეჯერ თამარ გრიგოლიას ინფორმაციით ამერიკელები იმერეთის რეგიონში ეხმარებიან ბავშვთა ხუთ დაწესებულებას: „ამჟამად ჩვენი მიზანია განათლების ხელშეწყობა, როგორც ბორის სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. გვაქვს სხვადასხვა პროფგანათლების კლასები, სადაც შეისწავლიან ვარცხნილობის დიზაინს, პურის ცხობას, კერვას, ქარგვას და სხვა პროფესიებს. საუკეთესო კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, ხელს ვუწყობთ სწავლის გაგრძელებაში.“
რეი ჰაჩინსონი ამ პროგრამაში 2008 წლიდან ჩაერთო და ბორის სკოლას თითქმის ყოველ წელს სტუმრობს. მისი თქმით, ბავშვები დიდ ნიჭიერებასა და მონდომებას იჩენენ სწავლისადმი. წელს 11 კურსდამთავრებულიდან 8 აპირებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ვიმედოვნებ, რომ ისინი თავიანთ ცოდნასა და ნიჭს ცხოვრებაში გამოიყენებენ და ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან.
ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ „ფონდი თბილის მოზარდთა სახლის წარმომადგენლის“ ვასო ნატროშვილის დახმარებით დაუკავშირდნენ ამერიკელ მეგობრებს. თავიდან ეხმარებოდნენ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც სარგებლობენ პანსიონის მომსახურებით. როცა ბორში ჩამოვიდნენ და გაეცვნენ აქაურ სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას, განახორციელეს სხვა პროექტებიც. ისინი დღემდე აგრძელებენ ჩვენს სკოლასთან ურთიერთობას.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.