

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ სარკინიგზო გვირაბში 41 წლის მამაკაცს – სურამში მცხოვრებ თ. ჩ-ს სატვირთო ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გვირაბში ბეტონის ფილებს ალაგებდა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის, პაატა ნინუას ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოსული იყო, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა ან საქმე დაუდევრობასთანაც გვაქვს.
პაატა ნინუა ამბობს, რომ რკინიგზის მშენებელი კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსგან“ შრომის უსაფრთხოების წესები უხეშად დაირღვა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ქვიშხეთში ჩასვლას, მდგომარეობის ადგილზე შესწავლას და საგამოძიებო პროცესში აქტიურად ჩართვას დღეიდან აპირებს.
უბედური შემთხვევა ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ გვირაბში 6 ოქტომბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოპოვებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმესთან დაკავშირებით ჩანიშნულია ექსპერტიზა.
გარდაცვლილ თ. ჩ.-ს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ტყუპები ახლახან შეეძინა, რომლებიც ჯერ ისევ ახალშობილთა ინკუბატორში იმყოფებიან.
ქვიშხეთი-ზესტაფონის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე ერთი დასაქმებული გასულ წელს დაიღუპა.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური