

დღეს, 22 ოქტომბერს, დილით ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე ავტომანქანის მძღოლი სამუშაოს შესრულების პროცესში დაიღუპა.
როგორც ზვარელებმა გვითხრეს, თავდაღმართში მიმავალი ავტომანქანა მეორე მანქანას დაეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი კ. მ.-ძე ადგილზე გარდაიცვალა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებისგან მოპოვებული წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობისა და შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა.
„ჩემი იმერეთის“ რედაქცია დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ.
ახალ სარკინიგზო მაგისტრალს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ 2011 წლის აპრილიდან აშენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა