

ნინო გურეშიძე ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. ირმა ყრუაშვილი საღანძილის საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის.
მათ მენტორობა სკოლაში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებით მიღებული კრედიტებით, სამოდელო გაკვეთილებითა და სკოლის საჭიროებებზე ჩატარებული კვლევებით მოიპოვეს.
ორივე მასწავლებელი ამბობს, რომ გამოწვევების დაძლევა მათ სტიმულსა და მოტივაციას უძლიერებს. მადლობას უხდიან სკოლების კოლექტივებს თანადგომისა და მათი სიხარულის გაზიარებისთვის.
ნინო გურეშიძე გასულ წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში მოხვდა და ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა, ირმა ყრუაშვილი კი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია.
პედაგოგთა კარიერული წინსვლის ოთხსაფეხურიანი სქემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.
პირველი საფეხურის პედაგოგები არიან პრაქტიკოსი, არასერთიფიცირებული მასწავლებლები. სერთიფიცირებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფროსი მაწავლებლის სტატუსი, – ეს სქემის მეორე საფეხურია. მესამე საფეხურზე არიან წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური