
„გვანცა დღეს 6 თვის გახდა და Spinraza-ს მესამე ინექციაც გაუკეთეს. უმნიშვნელოვანესი იყო ამ ასაკამდე მკურნალობის დაწყება. გვწამს, რომ გვანცას განკურნება სატრაბახოდ ექნება Bambino Gesu-სთვის. Spinraza მკურნალობა რამდენიმეწლიანი პროცესია, რომელიც ცოტა ხანში უკვე ბინაზე უნდა გაგრძელდეს.
მკურნალობის ეს მეთოდი ახალი დანერგილია (2016 წლიდან) და ამიტომ გრძელვადიან შედეგებს ექიმები თავად დიდი ინტერესით ელოდებიან. იმედი გვაქვს, ამასობაში გენური თერაპია და მკურნალობის სხვა მეთოდების წამოგვეწევა, რაც გამოჯანმრთელების მეტი გარანტიაა.
ამჟამად გვანცას მდგომარეობა სრულად შეესაბამება მკურნალობის მიმდინარეობას. პირველივე ინექციის შემდეგ კუნთების ტონუსმა მოიმატა და ფეხებში ძალა ვიგრძენით. მაღლა აწეული ხელები აღარ უვარდება. იკვებება მუცლის ღრუდან – ე.წ სტომით, ღამე სუნთქვის დამხმარე აპარატზეა. დაჯდომაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. პირველი კბილი ამოსდის. აცრაც გაუკეთეს. ცეკვას სწავლობს და უხარია, რომ ასე გაუმართლა მის გარშემო შეკრებილ ადამიანებში“, – ნათქვამია გვანცას გადასარჩენად შექმნილ ფეისბუქგვერდზე.
გვანცა გოგსაძე ხარაგაულელია და იტალიაში სამკურნალოდ იმყოფება.
გვანცამ და მისმა მშობლებმა, ვიდრე იტალიაში მოხვდებოდნენ, ღვთისნიერი ადამიანების მხარდაჭერითა და დახმარებით ურთულესი გზა გაიარეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო
ასოციაციის – „ქართული სოლიდარობა ნიცაში“
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის – არტმეურნეობის მულტიკულტურულ