ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში ტრანსპორტით წარმოქმნილი ხმაური 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისი დადგენილება 2026 წლის 17 ნოემბერს გამოიცა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდა.

ამ ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 23:00-დან 08:00 საათამდე 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა.

კანონდამრღვევი მძღოლი პირველ შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 10 ქულით შეუმცირდება.

იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 200 ლარის ოდენობით ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 20 ქულით შემცირება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა ითვალისწინებს 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ქულების 30 ქულით შემცირებას.

წყარო