

ამ თანამდებობაზე 2019 წლის 2 სექტემბრიდან მაკა ქასრაშვილი დაინიშნა.
როგორც თავად მაკა ქასრაშვილმა გვითხრა, ის პროფესიით მეანგინეკოლოგია. დაამთავრა რუსეთში, ქალაქ ჩებოქსარის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, შემდეგ ინტერნატურა – მეანგინეკოლოგიაში.
1998 წლიდან საქმიანობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყო ჯერ სამკურნალო, შემდეგ კი პოლიტიკის დეპარტამენტში. სხვადასხვა წლებში მეანგინეკოლოგად მუშაობდა თბილისის #3 საავადმყოფოს, სტაციონარ „აფხაზეთის,“ ღუდუშაურისა და საუნივერსიტეტო კლინიკებში.
2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და არის მედიცინის დოქტორი.
ჰყავს მეუღლე ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი.
2018 წლის აპრილიდან ამ დრომდე ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერად ექიმი ლევან კობახიძე მუშაობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან კობახიძეს ეს თანამდებობა საკუთარი ნებით არ დაუტოვებია. თუმცა, მან ეს ჩვენთან საუბარში არ დაადასტურა და კლინიკური მენეჯერის პოსტის დატოვების მიზეზად თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ქარელის საავადმყოფოში, დაბრუნების გადაწყვეტილება დაასახელა.
ლევან კობახიძე ამბობს, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში ქირურგად სექტემბერში ისევ იმუშავებს. გააგრძელებს თუ არა ოქტომბრიდან ხარაგაულში ექიმად საქმიანობას, ჯერ არ გადაუწყვეტია.
ლევან კობახიძეს ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის თანამდებობაზე, ხელშეკრულების თანახმად, სამი წლის განმავლობაში უნდა ემუშავა.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული