

ამ არჩევნებით რამდენად შეიცვლება სიტუაცია და როგორ, – ამ შეკითხვით რამდენინე ხარაგაულელს მივმართეთ.
ანზორ არევაძე: -თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საკანონმდებლო ცვლილებით გამგებელს პირდაპირი წესით ავირჩევთ. ეს წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გაიმარჯვებენ. მათ ძლიერი კანდიდატები ჰყავთ, კარგი პროგრამა აქვთ და ბევრი რამ გააკეთეს განვლილ პერიოდში. ვფიქრობ, ახალარჩეული საკრებულო მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის იზრუნებს სოფლის მეურნების, კეთილმოწყობის თუ სხვა საყოფაცხოვრებო დარგებში. ვიმედოვნებ, რომ უკეთესი შედეგი გვექნება.
მარინე გოგია: -არ ველოდები არანაირ ცვლილებას. როგორი სიტუაციაც იყო წინასაარჩევნო გარემოს კუთხით წინა წლებში, თითქმის იგივეა ახლაც. „ნაციონალების“ დროს ძალიან აგრესიული ფონი იყო და პირადად მტრობდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს. ასეთი რამ ახლა არ მსმენია, თუმცა თუ ადრე საარჩევნო კომისიებში „ნაციონალების“ ხალხს ირჩევდნენ, ახლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „ნაციონალების“ წარმომადგენლები უფრო მეტად ინტელექტუალური ადამიანები იყვნენ. ახლა, სამწუხაროდ, წინ წამოწეულია გაუნათლებელი და არაფრისმაქნისი ხალხი. აქედან ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები ველოდებით უარესს. ისიც კი არ ვიცი, ხმა ვის უნდა მივცე. ჩემთვის არ არსებობს არც ერთი პარტია, რომელსაც ვენდობი.
ნინო ბუხნიკაშვილი: -ზოგადად ყველა არჩევნებს იმედით ვუყურებთ. ძალიან საინტერესო არჩევნები გველოდება. ის ზეწოლები, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, აღარ არის და უფრო დემოკრატიულია პროცესები. ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს თავისი აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა. მოსახლეობის უმრავლესობა აირჩევს გამგებელს. წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ეს თანამდებობა იქნება არჩევითი. მე, როგორც ამომრჩეველს, მყავს გამოკვეთილი კანდიდატურა, ვისაც უნდა მივცე ხმა. ვფიქრობ, კობა ლურსმანაშვილი ღირსეული, ნიჭიერი, განათლებული პიროვნებაა და თავისით მიაღწია ყველაფერს.
მოხარული ვარ, რომ მაღალმთიან სოფელ წიფაში, რომელსაც როგორც ოჯახის ექიმი, ვემსახურები, ახალი, თანამედროვე სტანდარტების ამბულატორია შენდება. ეს მოსახლეობისთვის დიდი შეღავათია და ამაღლდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
უჩა ცხადაძე: -ჩემი აზრით, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად მიმდინარეობს. დარღვევები ალბათ არსებობს, მაგრამ ძალადობას გამოვრიცხავ. საზოგადოებაში შიში აღარ არის. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი არ იყო სრულყოფილი. ვფიქრობ, რომ ახლანდელი კანონი უფრო გააჯანსაღებს თვითმმართველობას და საზოგადოებასთან მეტად კომუნიკაბელურს გახდის. საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი