
მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო საზანოში საბავშვო ბაღების მშენებლობას აპირებს.
ამ მიზნით ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა. 2019 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერი იმის გამო არ შედგა, რომ მასში არცერთი სამშენებლო ორგანიზაცია არ ჩაერთო.
ხელახალ ტენდერში ამჟამად მშენებელი ორგანიზაციის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
შპს „იმერეთი და ხურო“ სამივე საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შედგენას და შემდგომ ამ პროექტების საფუძველზე ბაღების მშენებლობას 2 182 ათას ლარად გეგმავს.
ტენდერი 2 310 ათას ლარზე იყო გამოცხადებული.
ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა ორგანიზაციამ, სატენდერო პირობების თანახმად, სამივე საბავშვო ბაღის პროექტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა მოამზადოს; ხოლო საბავშვო ბაღების მშენებლობა 8 თვეში უნდა დაასრულოს.
ასე რომ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში სამივე საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს.
ფოტოებზე: ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და აღმზრდელები
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან