ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვერტყვიჭალისა და საღანძილის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქვემო საზანოს საბავშვო ბაღების შენობების დეტალური პროექტების მოსამზადებლად და მის საფუძველზე საბავშვო ბაღების ასაშენებლად ტენდერი განმეორებით გამოცხადდა.
2019 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერი იმის გამო არ შედგა, რომ მასში არცერთი სამშენებლო ორგანიზაცია არ ჩაერთო.
50-50 ბავშვზე გათვლილი ამ საბავშვო ბაღების აშენებას მუნიციპალური განვითარების ფონდი აპირებს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველი მშენებელი ორგანიზაციების წინადადებები 14 აგვისტოდან 19 აგვისტომდე მიიღება.
სამივე საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობისთვის 2 310 000 ლარია განსაზღვრული.
ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა ორგანიზაციამ, სატენდერო პირობების თანახმად, სამივე საბავშვო ბაღის პროექტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა მოამზადოს; ხოლო საბავშვო ბაღების მშენებლობა 8 თვეში უნდა დაასრულოს.
ასე რომ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში სამივე საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს.
„სამშენებლო ობიექტები მდებარობს ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 185-200 კმ მანძილზე, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში, – საბავშვო ბაღები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობას და ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირების საჭიროებებზე.
საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არ არის გაზი და კანალიზაციის ცენტრალური ქსელი. შესაბამისად, გათბობა-ცხელი წყლით მომარაგება უნდა მოხდეს დიზელის/გაზის (გაზის და დიზელის სანთურა) საწვავზე მომუშავე ქვაბით, დიზელის შემნახველი რეზერვუარით, ასევე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კანალიზაციის ორმო (ამოსანიჩბი).
კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს ყველა სახის საინჟინრო კუმონიკაციის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა, სემეკის შესაბამისი დადგენილების მიხედვით“.
თითოეული საბავშვო ბაღის შენობა გათვლილი უნდა იყოს 50 ბავშვზე და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:
– ჯგუფის ოთახი 25-30 ბავშვზე (საძინებელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, გასახდელი, სან კვანძი, მინი სამზარეულო);
– დირექტორის ოთახი;
– პერსონალის ოთახი;
– დამხმარე სათავსო;
– დარბაზი;
– სამზარეულო;
– სამაცივრე სათავსო;
– მედ. პუნქტი/იზოლატორი;
– საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი;
– დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
– სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
– საშხაპე;
– დერეფანი;
– რეკრეაცია.
ფოტოებზე: პროექტის საორიენტაციო ნიმუში; ასე გამოიყურება დღეს ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის შენობა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი