ხევის საზოგადოებრივი ცენტრისა და საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობების ასაგებად ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 2250 კვმ მიწის ფართობს კერძო პირისგან 38 ათას ლარად შეისყიდის.
ხევის საბავშვო ბაღისა და საზოგადოებრივი ცენტრის არსებული შენობების ტერიტორიაზე ავტობანი შენდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხევის საბავშვო ბაღისა და საზოგადოებრივი ცენტრის ახალი შენობების ასაგებად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთის მოძიება სოფლის ცენტრში ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მიწის ნაკვეთის კერძო პირისგან შესყიდვა.
„საბავშვო ბაღისა და საზოგადოებრივი ცენტრისთვის ჯერ ახალს ააშენებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაშლიან არსებულ შენობებს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე, – ასე რომ, მომსახურება არც საბავშვო ბაღში და არც საზოგადოებრივ ცენტრში არ შეწყდება. ასეთი შეთანხმება არსებობს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და მშენებელ კომპანიასთან.
მიწის ნაკვეთის შესყიდვას ძალიან გვაჩქარებენ. თითქმის ყოველდღე გვიკავშირდებიან, რომ ეს ნაკვეთი მაქსიმალურად სწრაფად დავარეგისტრიროთ. ამის გამო გახდა საჭირო საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და საბიუჯეტო ცვლილება“.
ხევში საზოგადოებრივი ცენტრისა და საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობების ასაგებად შესასყიდი ფართი საზოგადოებრივი ცენტრის დღეს არსებულ შენობასთან ახლოს მდებარეობს.
ლაურა გოგოლაძე
ფოტოებზე: ხევის საბავშვო ბაღი და საზოგადოებრივი ცენტრი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი