

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ორგანიზაციებს შორის მიზანში სროლის შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრში, რომელიც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, ოცამდე მონაწილე ჩაერთო.
ამ სამსახურის სპორტის საკითხებში სპეციალისტის, ნინო ხარაძის ინფორმაციით, პირველი ადგილი დათო კვირიკაშვილმა (ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი), მეორე ადგილი – გელა ტაბატაძემ (დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური), ხოლო მესამე ადგილი გიორგი მაქაძემ (ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი) დაიკავა.
გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა