ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2019 წლის 6 თვეში სოციალური მიმართულებით 277 027 ლარი გაიხარჯა. სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია 2262 ბენეფიციარს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისან მოპოვებული ინფორმაციით,

  • სამედიცინო კვლევებისა და მომსახურეობისთვის 2019 წლის 6 თვეში მერიას 375-მა მოქალაქემ მიმართა. მათ შორის 356 მოქალაქეზე გაიცა ადმინისტრაციული დაპირება, თანხით 179 478 ლარი;
  • სამედიცინო კვლევებისა და მომსახურეობისთვის ფინანსური ანგარიშსწორება მოხდა 264 მოქალაქისთვის თანხით 125 376 ლარი;
  • C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე კვლევის დასაფინანსებლად  2 ბენეფიციარის გამოკვლევისთვის დახარჯულია 191 ლარი.
  • მედიკამენტის შესაძენად დახმარება გაეწია 85 მოქალაქეს, თანხით 20 345 ლარი;
  • სარიტუალო ხარჯებისთვის დახმარება გაეწია სოციალურად დაუცველ 18 გარდაცვლილის  ოჯახს, თანხით 3 600 ლარი.
  • ომის ვეტერანის დაკრძალვისთვის დახარჯულია 250 ლარი;
  • კოხლეარული იმპლანტის ელემენტის შესაძენად დახარჯულია 998 ლარი;
  • ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 253  მოქალაქეს, თანხით  25 250 ლარი.
  • ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 8 მოქალაქის ყოველთვიურმა დახმარებამ –  სატრანსპორტო ხარჯისთვის 9500 ლარი შეადგინა;
  • ლეიკემიით დაავადებული 1 ბენეფიციარის  დახმარება – 600 ლარი;
  • ალილოს დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ და უკიდურესად გაჭირვებულ 150 ოჯახს გაეწია 2820 ლარის ღირებულების დახმარება, საკვები პროდუქტების სახით;
  • ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად 7 ომის ვეტერანს გაეწია ფინანსური დახმარება – 1400 ლარი;
  • ჩერნობილის ა/ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაზარალებულთა დახმარება – 600 ლარი;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება – 4000 ლარი;
  • 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთა დახმარება 2 ბენეფიციარზე – 600 ლარი;
  • ომის ვეტერანებს ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის – 1350  ლარი (7 ვეტერანი);
  • უსინათლოთა კავშირის წევრ მოქალაქეებზე ყოველთვიური  დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის 13 560 ლ. (78 მოქალაქე);
  • დევნილი ოჯახების ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის – 1 740 ლარი (20 ოჯახი);
  • დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 5 ბენეფიციარს გაეწია დახმარება (თითოეულს 100 ლარი) – 500 ლარი;
  • აუტიზმზე ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით ერთ ბენეფიციარზე ჩარიცხულია 100 ლარი;
  • შშმ პირთა მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურებისთვის დაიხარჯა 5 227 ლარი (12 ბენეფიციარი);
  • შშმ პირის მომვლელის პროგრამაში ჩართულია 40 შშმ პირი და 6 თვეში დახარჯული თანხა შეადგენს 3 840 ლარს;
  • 100 წელს გადაცილებულთა ფინანსური დახმარება 1 000 ლარი (2 პიროვნება);
  • მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად დახარჯულია 4600 ლარი (20 ოჯახი);
  • მარტოხელა მშობლების ფინანსური დახმარება 1 000 ლარი (5 ბენეფიციარი);
  • მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება 1 300 ლარი (8 ახალგაზრდა);
  • ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამის განსახორციელებლად დახარჯულია 11 200  ლარი  (70 ახალშობილი);
  • უსახლკარო ოჯახის ბინის ქირით უზრუნველსაყოფად დახარჯულია 280 ლარი;
  • სტიქიური მოვლენების (ხანძრის) შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი  პირობების 1-ლი კატეგორიის მქონე 7 ოჯახს გაეწია დახმარება 10 300 ლარის ოდენობით, მ.შ. ხანძრით დაზარალებული პირველი კატეგორია – 4 ოჯახი, ხანძრით დაზარალებული მესამე კატეგორია – 3 ოჯახი.
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა 25 500 ლარი. აქედან 10 000 ლარი მიმართული იქნა სოფელ მარელისში მცხოვრები  მრავალშვილიანი ოჯახისთვის სახლის ასაშენებლად; 10 000 ლარით სოფელ ბეჟათუბანში მცხოვრები თამაზი კაკიაშვილისთვის, რომელიც სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში დაზარალდა, შეძენილი იქნა საცხოვრებელი სახლი; 2 500 ლარით ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული 4 მოქალაქისთვის შეძენილი იქნა სამშენებლო მასალა საყრდენი კედლების მოსაწყობად და სახლის გასამაგრებლად; 3 000 ლარი მიმართული იქნა იშვიათი დაავადების მქონე ბავშვის, გვანცა გოგსაძის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.