
დღეს, 5 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების 6 თვის შედეგები უნდა განეხილა.
თუმცა საკითხი გადაიდო, რადგან სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე და მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი არ ესწრებოდნენ.
დეპუტატები აცხადებენ, რომ „ხარაგაულის ბიუჯეტის 6 თვის შედეგები კატასტროფულია, რაც ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების აუთვისებლობამ გამოიწვია“.
ხარაგაულს არც ვიცემერი ჰყავს, რადგან ეს პოსტი 8 მაისიდან დღემდე ვაკანტურია. სწორედ ვიცემერის ფუნქციათა შორისაა ინფრასტრუქტურული საკითხები.
რაც შეეხება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილს, შვებულებაში იმყოფება. მის ნაცვლად სხდომაზე ამავე სამსახურის სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსი ნინო მაღლაკელიძე იმყოფებოდა.
ნიკო თოფურიძე, ვლადიმერ გელაშვილი და თემურ თაბუკაშვილი არც 31 ივლისს გამართულ საკრებულოს ორი კომისიის (საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა) გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ, სადაც დეპუტატებმა ბიუჯეტის შესრულების შედეგებზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრები, განსაკუთრებით კი მაჟორიტარი დეპუტატები, ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობის მიზეზებზე განმარტებას პასუხისმგებელი პირებისგან მოითხოვენ.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ როდის განიხილავენ ადგილობრივი ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგებს, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ გვიპასუხა, – როცა მუნიციპალიტეტის მერი და სხვა პასუხისმგებელი პირები სხდომაზე მობრძანდებიან.
ლაურა გოგოლაძე
პარკების მწარმოებელი კომპანიები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით