

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამსახურს გეოლოგებით დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი დაემატა.
გეოლოგიური ჯგუფის შექმნის მიზნია დასავლეთ საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგი, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში ტერიტორიის ოპერატიულად შეფასება და სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენაა. გეოლოგიური ჯგუფი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით და მაღალი გამავლობის ავტომობილებით.
ადგილობრივი მოქალაქეების მომართვის შემთხვევაში გეოლოგები ტერიტორიას ადგილზე შეისწავლიან. მომზადდება გეოლოგიური დასკვნები, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად ქუთაისის რეგიონული სამსახურის დარგობრივი მიმართულების სპეციალისტებს შეხვდა, მიმდინარე სამუშაოები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,